უზბეკეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა.
89 კგ წონით კატეგორიაში რეზი დავითაძემ ჩვენს გუნდს ორი მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) შემატა. 23 წლის ძალოსანმა ატაცში 171 კგ ასწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, აკვრაში კი 199 კგ დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში რეზი დავითაძემ 370 კგ აჩვენა და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, რაც ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა. 27 წლის ძალოსანმა საერთო ჯამში 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის ჩვენი გუნდის ანგარიშზე 5 მედალია – 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.








