ჟორჟ მიქაუტაძის სერენი, ბელგიის ჟუპილერ ლიგის საგზურისთვის იბრძვის. პლე-ოფის პირველ მატჩში ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე ვაასლანდ-ბევერენს შეხვდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩმა ბელგიის ამ ქალაქში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გუნდს გულშემატკივრები დახვდნენ და სტადიონზე შეაცილეს.
მატჩი სერენის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა 70-ე წუთზე მცველ ფეიეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მეტოქემ ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ ქართველის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა და 92-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვაასლანდ-ბევერენის კარში დაინიშნა, რომელიც ჟორჟმა გოლად აქცია.
განმეორებითი მატჩი 8 მაისს გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ მიქაუტაძე გოლის გატანას ამ შეხვედრაშიც მოახერხებს.








