საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის სია დაასახელა.
ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე, ირაკლი აზაროვზე ისაუბრა:
“მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მე გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ თვეებშიც ასე იქნება. თუმცა, ჩემი პასუხისმგებლობაა მას ვაჩვენო, რისი გაკეთება არ შეიძლება ფეხბურთში ვფიქრობ, რომ ირაკლი ამას ისწავლის, და ეს ეპიზოდი მას სამომავლოდ დაეხმარება.” – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბოსნია & ჰერცოგოვინას, 29 მარტს კი ალბანეთს დაუპირისპირდება.








