საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის სია დაასახელა.
ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ნაკრების ყოფილ კაპიტანზე, ჯაბა კანკავაზე ისაუბრა:
“რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის გაკეთება. პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ერთი წლის მანძილზე მასთან მუშაობა.” – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბოსნია & ჰერცოგოვინას, 29 მარტს კი ალბანეთს დაუპირისპირდება.








