ფრენსის ნგანუ მძიმე წონის ახალი ჩენპიონია! კამერუნელმა ტიტანმა მეორე რაუნდში გამოცდილი ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი გათიშა.
ეს ნგანუს მხრიდან ტაქტიკურად აბსოლუტურად სწორად წარმართული ბრძოლა იყო. ის თავის შანსს მშვიდად და აუღელვებლად ელოდა.
როცა სტიპემ ბრძოლის პარტერში გადაყვანა სცადა, ფრენსისმა ამ ასპექტშიც გაგვაკვირვა და მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. მან არათუ შესანიშნავად დაიცვა თავი, არამედ კონტრშეტევაზეც წავიდა და ლამის პირველივე რაუნდში დაასრულა საქმე.
ბრძოლაში ფსიქოლოგიური კუთხით გარდამტეხი სწორედ ეს მომენტი გამოდგა. პირველი რაუნდის შემდეგ სტიპე მიხვდა, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო და თავისი კუთხისკენ გაოცებული გაემართა. ამის შემდეგ კამერუნელი დომინირებდა და საბოლოოდ მიოჩიჩი, ბრუტალური ნოკაუტით უბრალოდ გაანადგურა.
ფრენსის ნგანუმ განაცხადა, რომ ივლისში, ან აგვისტოში მზადაა ლეგენდარულ ჯონი „ბონს“ ჯოუნსს დაუპირისპირდეს. თავის მხრივ ამერიკელმა ტვიტერზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ,,მოდი ვითამაშოთ”, როგორც ჩანს მალე ახალი სუპერ დაპირისპირება გველის.








