უეფას პრეზიდენტს ალექსანდრე ჩეფერინს სერიოზულად სურს, ყველაზე მეამბოხე კლუბები მადრიდის რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი, რომლებმაც ევროპის სუპერლიგა არ დატოვეს, უმკაცრესად დაისაჯოს.
Cope-ს თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელიც 29 მაისს გაიმართება, ჩეფერინი მადრიდის რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის ევროპული ტურნირებიდან ორი წლით მოკვეთის შუამდგომლობას დააყენებს.
„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელიც სუპერლიგის მთავარი მომხრეა, უეფასთან დიალოგის დაწყებას ელის. თუ ეს არ მოხდა, მადრიდელები პრობლემის გადაჭრის სხვა გზების გამონახვას ეცდებიან და შეიძლება სასამართლოს მიმართონ.








