შვედური მედიაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, როგორც ჩანს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და „მილანის“ 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება.
ბოლო დროს ზლატანსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონს შორის საუბარი მიდიოდა და საბოლოოდ შეთანხმებაც შედგა.
იბრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.
ანდერსონმა შემადგენლობა რამდენიმე უნდა დღეში დაასახელოს, თუმცა ყველა შვედური მედიის უდიდესმა ნაწილმა მას დაასწრო და ამტკიცებენ, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.
იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში ბოლოს 2016 წელს ითამაშა. სკანდინავიელებისა და ჩვენი ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ამ თამაშში ჟორჟ მიქაუტაძე და გიორგი წიტაიშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.








