შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად, წყვილები ასე გადანაწილდნენ:
ჩელსი – მადრიდის რეალი
მაჩესტერ სიტი – მადრიდის ატლეტიკო
ვილიარეალი – მიუნხენის ბაიერნი
ბენფიკა – ლივერპული
მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5/6 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 12/13 აპრილს ჩატარდება.
ცნობისთვის, ამავე წილისყრაზე გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის კენჭიყრაც, რის შედეგაც გაირკვა, რომ ნახევარფინალში ერთმანეთს ჩელსი რეალს შორის და ატლეტიკო – მანჩესტერ სიტის შორის გამარჯვებულები შეხვდებიან, მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ერთმანეთს ვილიარეალი – ბაიერნისა და ბენფიკა – ლივერპულს შორის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.