ინგლისის FA თასი „ლესტერმა“ ჩაიხუტა. გუნდის არსებობის ისტორიაში ეს პირველად მოხდა, ხოლო ზოგადად „ლესტერმა“ არსებობის მანძილზე მეორე ტიტული მოიგო. პირველი, ალბათ ფეხბურთის გულშემატკივრებს ძნელად თუ დაავიწყდება – 2016 წლის ტრიუმფი და პრემიერლიგის ჩემპიონობა.
„მელიებმა“ თასის ფინალში „ჩელსი“ დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ტელემანსმა გაიტანა. მიუხედავად არისტოკრატების უდიდესი უპირატესობისა, ტიტული და თასი მაინც „ლესტერს“ დარჩა.
ისე, ასოციაციის თასის ფინალში „ლესტერი“ ბოლოს 1961 წელს იყო და მაშინ „მანჩესტერ სიტისთან“ წააგო.
„ვამაყობ ყველაფრით. ჩემი გუნდით და გულშემატკივრებით. ქალაქისთვის ნამდვილად კარგი და ბედნიერი დღეა.
ტილემანსის გოლი და შმეიხელის სეივები მატჩის გამორჩეული ეპიზოდები გახლათ. 90 წუთის მანძილზე პრესინგს კარგად ვთამაშობდით, ვიყავით აგრესიულები.
ჩელსი შესანიშნავი გუნდია და ამიტომაც არიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მეშვიდე ფინალი იყო, მაგრამ ის ყველასგან გამორჩეულია. უბედნიერესი ადამიანი ვარ.
ჩვენ არასოდეს ვუფრთხოდით ტიტულოვან გუნდებს და გრანდებს. ეს დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა“ – აღნიშნა „ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.








