“ლივერპულმა” ლონდონის “ჩელსი” ინგლისის თასის ფინალში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მატჩის 67-ე წუთზე ჟოელ მატიპის გატანილი გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. შეხვედრის 98-ე წუთზე კი რომელუ ლუკაკუს გოლი იგივე მიზეზის გამო გაუქმდა.
იურგენ კლოპის გუნდმა გამარჯვება თერთმეტმეტირანების სერიაში მოიპოვა. გადამწყვეტი პენალტი კეპა არისაბალაგამ გააფუჭა.
ცნობისთვის, “ლივერპული” ინგლისის თასის მფლობელი 10 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.
Jürgen Klopp finally adds a domestic cup to his Liverpool trophy case ✨ pic.twitter.com/iT2caTnh9i
— B/R Football (@brfootball) February 27, 2022