“ჩელსის” წარმომადგენლები ოფიციალურად ადასტურებენ, რომ რომან აბრამოვიჩი ლონდონურ კლუბს ყიდის.
“მე გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. გადავწყვიტე, რომ “ჩელსი” გავყიდო.
მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება გულშემატკივრების, თანამშრომლების, ასევე კლუბის სპონსორებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებში შედის”, – ამბობს აბრამოვიჩი.
აღსანიშნავია, რომ რუს ოლიგარქს ბრიტანული ეკონომიკური სივრციდან წასვლაც აქვს გადაწყვეტილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩს 4 მილიარდი ფუნტის მიღების იმედი აქვს.