ლონდონის “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ჩემი თითქმის 20 წლიანი მფლობელობის განმავლობაში, მე ყოველთვის განვიხილავდი ჩემს როლს, როგორც კლუბის მეურვეს, რომლის სამუშაო არის იმის უზრუნველყოფა, რომ ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც დღეს, მე ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული.
სწორედ ამიტომ მე დღეს ვაძლევ ჩელსის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს კლუბის მეურვეობასა და ზრუნვას. მე მჯერა, რომ ამჟამად ისინი საუკეთესო მდგომარეობაში არიან კლუბის, მოთამაშეების, პერსონალისა და გულშემატკივრების ინტერესებზე ზრუნვისთვის”, – განაცხადა აბრამოვიჩმა.








