ქუთაისის „ტორპედომ“ არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაფარა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის Facebook-გვერდმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, „ტორპედო“ ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება.
„ტორპედო“ ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!
ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, აგრეთვე იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს.“ – ნათქვამია განცხადებაში.





