გავრცელებული ინფორმაციით, გორის “დილაში” გამოცდილი სენეგალელი მეკარე, აბდულაი დიალო ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ დიალოს “რენის” შემადგენლობაში აქვს ნათამაშები, სადაც საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. მას ლიგა ერთის ჩემპიონატში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.
ცნობისთვის, დიალო ბოლოს ინგლისური “ნოტინგემ ფორესტის” რიგებში გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორელები ბრაზილიელ ფეხბურთელს, ვაგნერ გონსალვეშს დაიმატებენ.