გორის “დილამ” უკრაინული “დნიპროს” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვაგნერ გონსალვეში დაიმატა.
25 წლის შემტევი ბოლოს “კრივბასში” იჯარით გამოდიოდა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო უკრაინის ჩემპიონატი დროებით შეჩერებულია და FIFA-მ ფეხბურთელებს უფლება მისცა 30 ივნისამდე სხვა ჩემპიონატებში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გონსალვეში გასულ წლებში “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა. ის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი გახლდათ.








