კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ რონალდ კუმანის მომავლის შესახებ ისაუბრა:
“რონალდ კუმანი კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება. მის მომავალზე დღევანდელი მატჩის შედეგი არ იმოქმედებს. მან ისეთ რთულ დროს ჩაიბარა ბარსელონა, ამისთვის მადლობას იმსახურებს.” – განაცხადა ლაპორტამ
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” და მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.







