“ბარსელონაში”, რონალდ კუმანის გარშემო ვითარება კიდევ უფრო რთულდება. სკანდალურ პრესკონფერენციას, რაც ნიდერლანდელმა კადისთან მატჩის შემდეგ თქვა, ახლა მისი დისკვალიფიკაციაც დაემატა.
“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანით სულ უფრო და უფრო უკმაყოფილოა.
ცნობილი გახდა, რომ მისთვის გადამწყვეტ მატჩს “ლევანტესთან” კუმანი თვალს სათადარიგოთა სკამიდან ვერ მიადევნებს, რადგან ლა ლიგამ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
კუმანის სავარაუდო შემცვლელთა სიაში ყველაზე ხშირად ბარსას ლეგენდა ჩავი ერნანდესს, ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს და ლეგენდარულ ფრანგ ტიერი ანრის ასახელებენ.
ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” 9 ქულით მე-7 ადგილზეა.








