Eurohoops Corriere di Bologna-ს ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება, თორნიკეს და “ბარსელონას” შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, თორნიკე შენგელამ მოსკოვის ცსკა უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების პროტესტის ნიშნად დატოვა და ბოლონიის “ვირტუსში” გადაბარგდა.
ცნობისთვის, ქართველმა კალათბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.








