საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას ბოლონიის “ვირტუსში” გააგრძელებს.
აღნიშნულ ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე გამოეხმაურა.
“თქვენ დიდებული მოთამაშე აირჩიეთ – მებრძოლი, მშრომელი, ლიდერი და, უპირველეს ყოვლისა, შესანიშნავი ადამიანი დიდი გულით!
თოკო, შენ კი მსოფლიოში საუკეთესო ადგილას გადახვედი”, – წერს სოციალურ ქსელში სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების გამო დატოვა.
30 წლის კალათბურთელი სხვადასხვა დროს “ვალენსიაში”, შარლერუაში”, “პეპინსტერში”, “ბასკონიაში”, “ბრუკლინ ნეტსსა” და “ჩიკაგო ბულსში” გამოდიოდა.








