საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის ნაკრებთან გამართა და 6:2 გაიმარჯვა.
სტუმრებმა ანგარიში უმედ კუზიევის სწრაფი გოლით გახსნეს. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებმა ერთწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა ელისანდროს და თალესის ძალისხმევით. ტაიმის საბოლოო ანგარიში (2:2) ტაჯიკეთის ნაკრებმა ბახტიორ სოლიევის გოლით დააფიქსირა.
მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი თოდუას პასით შოთა თოფურიამ მასპინძლები მეორედ გაიყვანა წინ, თალესმა დუბლი გაიფორმა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკოლოზ კურტანიძემ ვახტანგ კეკელიას პასით მასპინძელთა მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ მატჩის ბოლო წუთზე თალესის პასი გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.







