გადაცემა, “სპორტი იმედზე” საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“კუმანას, თოფურიას, თალესს ტრავმა აწუხებდა, ამასთან ერთად თურმე კოვიდიც ჰქონდა, რაც მატჩის შემდეგ გაირკვა. თუ დავაკვირდებით ვიდეოებს, ცოტა აღელვებული სახე აქვს. თავისი ქვეყნის სიყვარულს, თავის განწირვამდე მიჰყავს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს და გულშემატკივრებს”, – განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან მატჩში, ჯვაროსნებს თალესი კორონავირუსის გამო დააკლდათ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.








