საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ორი შეხვედრა აზერბაიჯანისა და ბოსნია & ჰერცოგოვინის ნაკრებების წინააღმდეგ მოიგო.
1/4 ფინალურ შეხვედრაში ჯვაროსნები მძიმე ბრძოლაში რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან 1:3 დამარცხდნენ.
წარმატებული გამოსვლის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრები რეიტინგში მე-11 ადგილზე დაწინაურდა.