საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და უკვე ბოლონიის “ვირტუსის” წევრი, თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
დღეს, სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიამ ვრცელი განცხადება გაავრცელა და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“გასულ წელიწადნახევარში ბევრი აღმავლობა და ვარდნა მქონდა. ასევე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა მაღალი დონის კლუბში. მე პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ანდრეი ვატუტინს და ნატალია ფურაევას. პირველივე მომენტიდან აჩვენეს, როგორ მაფასებდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო.
რაც მთავარია, FIBA-ს შეუთანხმდნენ და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ გამიშვეს, რაც ჩემს კარიერაში ყოველთვის უდიდესი პატივი იყო.
ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო მწვრთნელ დიმიტრი და კლუბის ყველა წევრს.
რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს ამ ერთი და ნახევარი სეზონის განმავლობაში, ვამაყობ იმით, რომ მათთან ერთად ბევრი კარგი რამ გავაკეთე და ვისწავლე.
სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
ახლა ორიენტირებული ვარ იმაზე, თუ რა მელის მომავალშიᲛ. ადლობა ყველას!”, – წერს შენგელია.








