“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” ესტუმრება, კატალონიურ კლუბში თავის მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
“მთავარი გუნდია და არა მე. აქ კლუბის სიყვარულის გამო ვარ, მაგრამ აღმოვჩნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც ამჟამად კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ჩემი დანიშვნის დღეს იყო. ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა მე მხოლოდ მოთამაშეები და მატჩისთვის მზადება მაინტერესებს”, – ამბობს კუმანი.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ბოლო დღეებში მას “ბარსელონას” ხელმძშღვანელობასთან, მათ შორის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან გადადგომის თემაზე არ უსაუბრია.








