ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა, თბილისის “დინამოსა” და გორის “დილას” შორის უამინდობის გამო გადაიდო.
თბილისში ძლიერი თოვლია და სწორედ ამ მიზეზით შეხვედრის ორგანიზატორებმა, მატჩის გადადება გადაწყვიტეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება ზემოთხსენებული შეხვედრა.
კახა ცხადაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-4 პოზიციას იკავებს, გორის “დილა” კი მე-6 ადგილზე იმყოფება.








