ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, “გაგრამ” შინ “თელავი” მიიღო, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩის მე-7 წუთზე თემურ შონიამ ანგარიში გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. მალევე, გურამ გოშთელიანმა პენალტი გააფუჭა, თუმცა ფირუზ მარაკველიძემ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 43-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ სტუმრები დააწინაურა.
მე-2 ტაიმში გაგა კირკიტაძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, შეხვედრის 65-ე წუთზე ვასილ ხოსიტაშვილმა სხვაობა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ჭელიძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს, “გაგრა” კი მე-3 ადგილზე იმყოფება.
”თელავი” მომდევნო შეხვედრას ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ ჩაატარებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი “სამგურალს” ესტუმრება.








