რუსული გამოცემა sport.business-gazeta-მ ყაზანის “რუბინის” 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა დაიწყო და ამ ნომინანტებში რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ქართველ შემტევზე რუსული გამოცემა წერს, რომ მის მიმართ დიდი ინტერესია და იანვარში შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში წავიდეს.
“ხვიჩამ სეზონის მე-2 ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს დაეხმარა სეზონი საუკეთესო ოთხეულში დაესრულენებინა. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში წასვლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა ქართველი ყაზანში მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს. თუმცა, მის მიმართ ინტერესი მაინც დიდია. შესაძლოა ის ინგლისში გადავიდეს”, – წერს გამოცემა.
გასულ სეზონში ხვიჩამ ყველა ტურნირზე “რუბინის” შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.








