საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “როსტოვს” ულამაზესი გოლი გაუტანა. “რუბინი” შინ “როსტოვთან” მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 77-ე წუთზე ხვიჩამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
“რუბინი” რუსეთის პრემიერ ლიგაში 21 ტურის შემდეგ, 25 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
21 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.