ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინის” განაცხადში არ ყოფნამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ყაზანურმა კლუბმა გადაწყვიტა ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა:
„ხვიჩა ტრავმის შემდეგ მკურნალობს. განაცხადიდან იმიტომ ამოვიღეთ, რომ მის ნაცვლად მონტასარ ტალბი შეგვეყვანა. როგორც კი კვარაცხელია განიკურნება, განაცხადში ისევ შევიყვანთ“, – განაცხადეს „რბ სპორტს“-თან „რუბინის“ პრესსამსახურში.
როგორც პირველი არხი აქვეყნებს ინოფრმაციას, მიმდინარე წლის მაისში, ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი ვაჟი ამ ზაფხულს „რუბინს“ 100%-იანი ალბათობით დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელის შეძენა „იუვენტუსს“, „ატალანტას“ და „მილანის“ სურდათ, ბოლო ცნობებით კი, „ტოტენჰემი“ გააქტიურდა.





