ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 დეკემბერს ფიცარნაგზე +109 კგ. წონით კატეგორიაში იმართება. საქართველოს სახელით უკვე წარსდგა ერთი სპორტსმენი, ბაქარ თურმანიძე, რომელმაც ძალები B კატეგორიაში მოსინჯა.
ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 171/176 დაძლია და ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი თავი 210/218 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-6 იყო, ამავე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა ბაქარ თურმანიძემ ორჭიდის ჯამში დაგროვებული 394 კილოგრამითაც.
+109 კგ წონით კატეგორიაში დღეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლაშა ტალახაძეც იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფიცარნაგზე 15:00 საათიდან წარსდგება, მისი გამოსვლის პირდაპირ ეთერში ყურება კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.








