უკრაინაში საომარი მოქმედებები მესამე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევის მისადგომებთანაა.
უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ქართველი ძალოსანი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა.
“ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი…
დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით!
პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს. დროა ფეხზე დადგეს დედამიწა. დროა ყველამ ხმა ამოიღოს. ჩემი მხარდაჭერა უკრაინას. გულით ვუსურვებ გამარჯვებას. მშვიდობა იყოს მეგობრებო!”, – წერს ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში.