უზბეკეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა.
89 კგ წონით კატეგორიაში რეზი დავითაძემ ჩვენს გუნდს ორი მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) შემატა.
კახი კახიაშვილმა რეზი დავითაძის წარმატების შესახებ მედიასთან ისაუბრა:
“მაესტრო გიორგი ასანიძე და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რეზი დავითაძე. გილოცავთ მორიგ წარმატებულ გამოსვლას, ვულოცავ ყველა რეზის ქომაგებს,მის უსაყვარლეს დედიკოს და ულამაზეს მეუღლეს. სრულიად მის ოჯახს და ახლობლებს! პირად მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას. სულ მალე ოლიმპიური ოქროს მედლებიც მოგველოცოს,გაიხარეთ ამ დიდი სიხარულისთვის!” – განაცხადა კახი კახიაშვილმა.





