მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 89 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა შეჯიბრი.
ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას რეზი დავითაძე იცავდა, რომელმაც ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამი მისვლის შემდეგ 171 კგ ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკვრაში რეზი დავითაძემ 203 კგ ასწია და ტურნირის ჩემპიონი გახდა, თუმცა ორჭიდის ჯამში სომეხ ძალოსანს ვერ აჯობა, რომელმაც თავისმხრივ 375 კგ დააფიქსირა, რეზის მონაგარი კი 374 კგ იყო.
შესაბამისად, 89 კგ წონით კატეგორიაში დღევანდელი მონაგარი სამ მედალს შეადგენს: ატაცში ვერცხლი, აკვრაში ოქრო და ორჭიდის ჯამში ვერცხლი.





