მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 89 კგ წონით კატეგორიაში იმართება შეჯიბრი.
ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას რეზი დავითაძე იცავს, რომელმაც ატაცში ვერცხლის მედლის მოგება მოახერხა.
ქართველმა ძალოსანმა სამი მისვლის შემდეგ 171 კგ ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.





