საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა. ქართველმა მოთამაშეებმა აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში ჯვაროსნები 2:0 აგებდნენ, თუმცა ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდიდან პირველი გოლის ავტორმა ელისანდრომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ასეთი მომენტებისთვის ჩვენ ფეხბურთელები თავს ვწირავთ. ახლა სამოთხეში ვარ.” – განაცხადა ელისანდრომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 იანვარს 20:30 საათზე ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
🇬🇪 Elisandro, Georgia player: "It's for moments like this one that we players sacrifice ourselves. I'm in heaven right now."#FutsalEURO pic.twitter.com/rYWktEwnTl
— UEFA Futsal (@UEFAFutsal) January 22, 2022





