საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველი დებიუტანტი გახდა, რომელმაც ზედიზედ 2 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნებმა პირველ ტურში აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები 29 იანვარს ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთს დაუპირისპირდება.
🇬🇪 Georgia = 1st debutants to win their opening two matches at the finals since 2010 👏👏👏#FutsalEURO pic.twitter.com/Uc3WfdTXHQ
— UEFA Futsal (@UEFAFutsal) January 26, 2022






