გიორგი მამარდაშვილისთვის სანჩეს პის ხუანზე “სევილიასთან” გამართული მატჩი უიღბლო გამოდგა. ქართველმა მეკარემ 22 წუთში 3 ბურთი გაუშვა. Sofascore-ის ვერსიით ქართველმა მეკარემ საწმუხაროდ, ტონი ლატოსთან ერთად ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA ქართველი მეკარის თამაშს გამოეხმაურა:
“მამარდაშვილის შესამჩნევი შეცდომა, რითაც წლის ერთ-ერთი ყველაზე შეუსაბამო გოლი გავიდა. ვალენსიას მეკარემ სევილიას მე-2 გოლი მას შემდეგ აჩუქა, რაც ტონი ლატოს ბურთი მოხვდა. ხოსე ბორდალასის ბიჭები მინდორზე თითქოს არ გასულან და საწყის 22 წუთში 0:3-ს მარცხდებოდნენ. მეორე გოლი წლის აბსურდული გოლების სიაში შევიდა. მონუმენტური შეცდომის ქრონოლოგია: მე-15 წუთზე გონსალო მონტიელი აწვდის და ბურთი ზურგში ლატოს ხვდება. ბურთმა მიმართულება იცვალა და მეკარის საჯარიმოს მიმართულებით ჩაეშვა. არადამაჯერებელი მამარდაშვილი და ცუდი დასაწყისი ყველაზე ცუდად დასრულდა. ბურთმა მეკარეს თავზე გადაუფრინა და ბადეში აღმოჩნდა”. – აცხადებს MARCA
შეგახსნებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მონაწილეობა ლა ლიგის ექვს მატჩში მიიღო.





