ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” სტუმრად “ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, გასულ ტურში მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა. ქართველმა მეკარემ შეხვედრა კვლავ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და 6 სეივი განახორციელა, ასევე კარი ისევ მშრალად შეინახა.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელმა კომპანიამ Whoscored-მ ქართველი მეკარე 8.1 ქულით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ამ შეფასებით 28 ფეხბურთელს შორის პირველი ადგილი დაიკავა.








