თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. თოკოს გუნდი ყაზანში ადგილობრივ „უნიქსს“ ესტუმრა და 8 ქულის სხვაობით, 85:77 გაიმარჯვა.
შენგელია მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა არასრული 23 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.







