ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგ ევროპულ კლუბში გადასვლის დიდი პოტენციალი აქვს.
“რატომ არ ვაძლევდი ხვიჩა კვარაცხელიას ბევრ სათამაშო დროს? შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ, ვხედავდი თუ არა მასში პოტენციალს. გადაამოწმეთ მასთან, რაზე ვსაუბრობდი. ვეუბნებოდი, რომ ევროპულ კლუბში მოხვედრის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს არ ეხება მხოლოდ ბურთით თამაშს. ცოტას იმიტომ თამაშობდა, რომ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც გუნდისთვის სასარგებლო არ იყო. ხვიჩას სტაბილურობის მხრივ მოსამატებელი აქვს. გარდა ამისა, შედეგიანობაც უნდა გააუმჯობესოს”, – განაცხადა შარონოვმა.
რუსი სპეციალისტი ყაზანის “რუბინს” 2019 წელს წვრთნიდა და შარონოვი მას ხშირად არ ენდობოდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.








