1981 წელს, ესპანეთის პატარა საშახტო ქალაქ ტულიაში დედამისმა შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა. მამას თავდაპირველად კიდევ ერთი გოგო სურდა, რადგან დას ვინმესთან თამაში შესძლებოდა, თუმცა ულტრასონოგრაფიამ აჩვენა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. მამამისი ემოციებმა მოიცვა და პირველი ეს უთქვამს: „ბიჭი! ის ჩემი ფეხბურთელი იქნება!“
მამასთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ის დედაჩემთან და ჩემ დასთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უმცირესობაში ფეხბურთს ვერავისთან არჩევდა და მას პარტნიორი სჭირდებოდა.
„მან ჩემი ვარჯიშები, მემგონი ჯერ კიდევ ექიმის კაბინეტში დაგეგმა. ეს რომ გაითავისოთ, თქვენ უნდა შეეცადოთ შეიგრძნოთ მამაჩემის ცხოვრების უძნელესი პირობები. ტულიაში მამაკაცთა უმრავლესობის მსგავსად ისიც ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა და ყოველდღე 800 მეტრის სიღრმეში ჩადიოდა. ეს ძალიან შრომატევადი და სახიფათო სამუშაოა. ერთ ღამეს, როცა პატარა ვიყავი, შახტა ჩამოინგრა და დაიწვა.
დილით გაირკვა რომ მამაჩემმა ამოღწევა შეძლო. სახლში მოსულმა მოყვა თუ ვინ დაეხმარა და როგორ გადარჩა, თუმცა, სამწუხაროდ ასე ბევრს არ გაუმართლა. უმეტესობა მიწის ქვეშ გაიჭედა და რამდენიმე დღე იქ დაჰყვეს. საუბედუროდ, რამდენიმე სამუდამოდ იქ დარჩა.
მამაჩემი ყოველდღიურად რისკავდა სიცოცხლით, რომ ოჯახი მშიერი არ ჰყოლოდა და უკეთესი ცხოვრება გვქონოდა. მის გარეშე მე ვერასდროს ვითამაშებდი დიდ ფეხბურთს“ ეს დავიდ ვილიას სიტყვებია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ და კარიერაც ახლახან დაასრულა.

ვილიას თქმით ის „ვალენსიაში“, „ბარსელონაში“ ანდა „ატლეტიკოში“ ვერასდროს ითამაშებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობაზე. ვერასდროს შეძლებდა ჩვეულებრივ სირბილს, დიახ, ასეა, რადგან, რომ არა ის, ცალი ფეხი მოკლე ექნებოდა.
ტყუილია მუშათა კლასის ქალაქი იყო, მაგრამ იქ მაინც მხიარულად ცხოვრობდა ხალხი. მაღაროელებს ხომ თან ოჯახებიც ჩამოჰყავდათ და იყო მხიარულება. ვილიაც ბედნიერი იყო და ბავშვობის წლებსაც არაფერზე გაცვლიდა. მის მომცრო სახლში ყოველთვის თავს იყრიდნენ ნათესავები და მეგობრები. ასეთ ვიწრო სახლში მხოლოდ ქაღალდისგან გაკეთებული ბურთით თამაშობდნენ ფეხბურთს, რადგან, გასაკვირი არაა, რომ დედა ნამდვილი ბურთით თამაშის უფლებას არ აძლევდა. არი არის გამორიცხული, რომ სწორედ ამის დამსახურებით გაუმჯობესდა ვილიას საგოლე მარიფათი.

ტუილიაში ბევრგან არ იყო საფეხბურთო მოედნები. ამიტომაც დევიდი და მისი მეგობრები იმპროვიზაციას მიმართავდნენ. თამაშობდნენ ქუჩებში, მოედნებზე, ავტოსადგომებზე, თუნდაც უსწორმასწორო მინდორზე. ამასთან, ბურთს დასთან და მამასთან ერთადაც აგორებდა, როცა ის მაღაროდან ბრუნდებოდა. ასე ხდებოდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე… ის ფეხბურთით ცხოვრობდა.
ოთხი წლის ასაკში, ფეხბურთის თამაშისას ფეხზე ჩემზე მოზრდილი ბავშვი დაეცა. „ახლაც მახსოვს ის გაუსაძლისი ტკივილი. კლინიკაში მისვლისას აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფეხის ბარძაყის ძვალი მქონდა მოტეხილი. ასეთი პატარა ასაკის გამო ექიმებმა ვერ მიაგნეს მოშუშების ისეთ გზას, რომ ფეხს ზრდა არ შეეწყვიტა. ეს კი ნიშნავდა, რომ ცალი ფეხი მოკლე მექნებოდა“ – იხსენებს აწ უკვე ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი.

დევიდის მამა გაშმაგებით შეუდგა გამოსავლის ძებნას. მან ერთ დღესაც მიაგნო ექიმს. ვილიას, ოთხი წლის ბავშვისთვის მეტად რთული და გაუსაძლისი მეთოდით მკურნალობა მოუხდა: „მთელი დღის განმავლობაში ხარიხაზე გირებდაკიდებული უნდა ვყოფილიყავი, რომ გირებს ფეხები თანაბრად დაეჭირათ და ზრდაც თანაბრად განხორციელებულიყო. უძნელესი იყო, თუმცა სხვა გზა არ იყო.
თუმცა ეს ყველაფერი მე მშობლებისგან ვიცი, რადგან ეს დღეები არ მახსოვს, ალბათ იმიტომ რომ მთელი დღეები ფეხებაწეული ვეკიდე.
როგორც კი ფეხზე დადგომის უფლება მომცეს, მაშინვე ფეხბურთის თამაში დავიწყე. თუმცა, მარჯვენა ფეხი კვლავინდებურად თაბაშირში მქონდა. ამიტომაც მე ეზოში კოჭლობით ჩავდიოდი, და მამა ბურთს მარცხენა ფეხზე მაძლევდა, შემდეგ ამავე ფეხით ვუბრუნებდი უკან. ბევრს უთქვამს, რომ მე ორივე ფეხით თანაბრად ვთამაშობ. ასეა, ხანდახან ასეც ხდება, ცუდმა მომენტებმა შეიძლება კარგი შედეგები მოიტანონ“, – აგრძელებს ვილია.

მამა არის ის ადამიანია, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის მარტო მამა არ ყოფილა, იგი მეგობარიც გახლდათ. ცუდ ამინდში, როცა ვარჯიში ეზარებოდა, ის სტიმულს აძლევდა.
მისი მითითებების გარეშე დიდი ხნის წინ დანედბებოდა. ამიტომაც, ვილიას წარმატებაში მისი წვლილი უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი.
დავიდ ვილიას პირველი გუნდი ასტურიაში „სპორტინგისა“ და „ოვიედოს“ შემდეგ საუკეთესო კლუბი „ლანგრეო“ გახდა. მამა ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვებთან განსხვავებით, განსაკუთრებულ ნიჭს ხედავდა. „არ ვიცი, ეს მამამ რატომ მითხრა, იმიტომ, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელი ვიყავი თუ უბრალოდ, ეს სიტყვები მან საყვარელ შვილს უთხრა“.
16 წლის ასაკში ფეხბურთით ტკბობა სურდა. მენტალიტეტი შეეცვალა და ამ დროს ხიხონის „სპორტინგში“ იხმეს. მიხვდა, რომ მოხვდა იმ კლუბში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ. მალე მათ დუბლებში სავარჯიშოდ მიიწვიეს, მაგრამ იყო ერთი პრობლემა: ვარჯიშები დილით ტარდებოდა, ის კი ელექტრიკოსის ხელობას ეუფლებოდა სკოლაში. ამრიგად, უკვე გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.
„ვიცოდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. ეს სურდა მამასაც. მხოლოდ დედის დარწმუნება დაგვრჩენოდა. ჯერ ხელფასს არ ვიღებდი და მას არ სურდა, რომ სკოლა მიმეტოვებინა. ოჯახში ვერავის წარმოედგინა, რომ ადრეული ასაკიდანვე პროფესიონალურ დონეზე ვითამაშებდი, ამიტომაც დედას ვუთხარი: „დედა, ჩემს თავს ორ-სამ წელს მივცემ, რომ ფული გამოვიმუშაო. თუ არაფერი გამომივა, გპირდები, რომ სკოლაში დავბრუნდები“.
თუ 22 წლამდე პროფესიონალურ დონეს ვერ მივაღწევდი, სწავლის დრო კიდევ მექნებოდა. თუმცა, ღმერთის წყალობით, ასე არ მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე“, – ამბობს ვილია.

და იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ვილია ,,სპორტინგის“ წარმომადგენელის ოთახში იდგა და ის თანხაზე საუბრობდა. ისე ღელავდა, რომ რაოდენობა სულერთი იყო. ნებისმიერ პირობებს მოაწერდა ხელს, რასაც კი მის წინ დადებდნენ.
„მანამდე მშობლებისგან ასე მოშორებით არ გვიცხოვრია. მე უკვე ლა ლიგაში ვთამაშობდი და დღენიადაგ ვარჯიში მიწევდა. „სარაგოსამ“ ჩემში დიდძალი თანხა დახარჯა. მიხარია, რომ გვერდში მედგნენ შინაურები: პატრისია, ჩემი და მისი მშობლები, ჩემი და-ძმები. ყველაფერი სწრაფად განვითარდა. ორ-ნახევარ წელში მე ხიხონში მეგობრებთან თამაშიდან გზა რონალდინიოსთან, რობერტო კარლოსსა და ზიდანთან თამაშამდე გავიარე.
ბევრი ჟურნალისტი თავს მარიდებდა, რადგან თავიდან ყველაფერი კარგად ვერ წავიდა, თუმცა მწვრთნელ პაკო ფლორესს სწამდა ჩემი. გოლების გატანა დავიწყე და სეზონის ბოლოს 17 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ერთხელ ჩემმა აგენტმა მითხრა: „თუ ასე განაგრძობ, ერთხელაც შენ დიდი კლუბი მოგაკითხავს“. მე გამიკვირდა, რადგან ჩემი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი დოლარი იყო.
თუმცა 2005 წელს… ყველაზე მოულოდნელ დროს, თებერვალში „ვალენსიამ“ ეს თანხა გადაიხადა. არასდროს დამავიწყდება: ვარჯიში დასრულდა, საჯარიმო დარტყმებში ვარჯიშობდი და დავინახე, რომ გუნდელები ჩემკენ მოდიან. მიზეზს კი ვერ ვხდებოდი. ერთ-ერთი მათგანი „სარაგოსას“ პრესმდივანი იყო. მას ხელში წითელი მაისური ეჭირა, ისეთი, ბავშვობაში რომ მეცვა ხოლმე. შემდეგ უეცრად ადგილზე გავშრი. ტრიბუნაზე ქომაგები სკანდირებდნენ ხოლმე: „ვილია ნაკრებში“, ამაზე პრესაშიც იწერებოდა, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მართლა მოხდებოდა.
წარმოიდგინეთ, ბავშვობაში ორი საყვარელი კლუბი იყო ჩემთვის – „სპორტინგი“ და „ბარსელონა“, თუმცა მე კოლექციაში ერთადერთი ფორმა მქონდა და ეს ნაკრების მაისური იყო. ჩემი ოცნება ამ მაისურის მორგება და ჩემი ქვეყნისთვის თამაში იყო, მაგრამ ეს ფანტაზიის დონეზე წარმომედგინა.
და ახლა სავარჯიშო მოედანზე ვიდექი და ჩემთვის ეს სანუკვარი მაისური მოქონდათ. არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი. „გილოცავ, შენ ნაკრებში გამოგიძახეს“, – მომიახლოვდა პრესმდივანი და ეს მითხრა.

„მათ ფოტოგრაფიც კი მოეყვანათ, რომ ფორმით სურათი გადაეღო. გეუბნებით, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, ყველაზე დიდი ნაკრების ფორმით თამაშია. და ეს 23 წლის ასაკში ხდებოდა, ეს ის ასაკია, როცა აცნობიერებ, რა ღრმათ ხარ უკვე შესული საქმეში. ნაკრებში თამაშობდა რაული და მორიენტესი… მოთამაშეები, რომელთაც შევნატროდი და მათი მსგავსი მინდოდა ვყოფილიყავი. ახლა კი მათ გვერდით გასახდელში აღმოვჩნდი.
ჩემი დებიუტი 2005 წლის 9 თებერვალს მსოფლიოს შესარჩევში სან-მარინოს წინააღმდეგ შედგა. მწვრთნელი ლუის არაგონესი იყო. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც დამეხმარა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. პირველივე ვარჯიშზე მითხრა: „იგივე გააკეთე, რასაც „სარაგოსაში“ აკეთებ. ამიტომაც ხარ ახლა აქ“.
„ყველა ამბობდა, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს მოვიგებთ. მახსოვს, როცა ევრო-2008-ზე მეოთხედფინალში იტალია შევხვდით და საქმე მატჩის შემდგომ პენალტების სერიაზე მიდგა, წარმოვიდგინე, როგორ ეწერა ესპანურ პრესაში: „ესპანეთმა კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო“. ამ სათაურებზე ფიქრით წავედი პირველი დარტყმის შესასრულებლად.
მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობა – მას აუცილებლად ძლიერი მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს, რომ დიდ წნეხს გაუძლოს. მჯერა, რომ ჩემს ირგვლივ ყოფილან ჩემზე ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას რასაც მე, იმის გამო, რომ მათ ძლიერი მენტალიტეტი არ ჰქონდათ.“

„2010 წელს ჩვენ პირველად შევიგრძენით თავი ფავორიტებად და შვეიცარიასთან მარცხი სილის გაწვნის ტოლფასი იყო. ბევრის აზრით ჩვენ ბევრ გადაცემას ვახორციელებდით და საჭირო იყო დაცვისთვის ყურადღების მიქცევა, მაგრამ მგონია, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ბურთს უბრალოდ არ სურდა კარში შესვლა. ეს მძიმე გადასატანი გახლდათ. თუმცა ამან გვაგრძნობინა, რომ მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვქონდა.“
როცა სამხრეთ აფრიკაში ჯგუფიდან გავედით, მეტოქის ვინაობას მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, რადგან ჩვენთვის სულერთი იყო ვის გადავეყრებოდით და არც გვიცდია მათი შესწავლა, როგორც ამას ბევრი აკეთებს. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვიყავით. ეს არ იყო გადამეტებული თვითრწმენა – ეს უფრო შინაგანი რწმენა გახლდათ. უცნაურია, მაგრამ ასე რატომ იყო არ ვიცოდით.
ჰოლანდიელებთან ფინალში, მაშინაც კი, როცა დამატებით დროში ანგარიში არ იყო გახსნილი, ვგრძნობდი, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. მაგრამ ვაღიარებ, ეს უფრო პენალტების სერიის დამსახურებით მეგონა რომ მოხდებოდა. სათადარიგოთა სკამზე მეკარეთა მწვრთნელი უკვე ამისთვის ემზადებოდა.

„ამ დროს ანდრეს ინიესტამ გაიტანა და ხომ წარმოგიდგენიათ რა სიხარული მოგვანიჭა.
ანდრესის გოლი ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს კარიერაში. ეს არ არის ჩემი მომენტი, მაგრამ ვიცოდი, რომ იმას მივაღწიეთ, რასაც ჩემს სამშობლოში აქამდე არავის მიუღწევია. გრძნობა, რომ კიდევ უფრო მკვეთრი ყოფილიყო, ტრიბუნაზე ავძვერი და ჩემს ოჯახს გადავხედე.
სანამ ესპანეთში არ ჩავედით, ბოლომდე ვერ გვქონდა შეგრძნობილი, თუ რას მივაღწიეთ. აფრიკაში იმდენი ესპანელი არ იყო, რომ ეს შეგვეგრძნო, აი, მადრიდში ჩაფრენისას დავინახეთ, როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა და ეს კიდევ ერთი ტიტულის მოგებას უდრიდა.“
ლეგენდარული ფორვარდი დავიდ ვილა, 3 დეკემბერს 39 წლის გახდა.








