აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 48 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა.
სიჭინავა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (1989) და „ცხუმში“ (1990-1993), ბათუმის „დინამოში“ (1993-2001), კალინინგრადის „ბალტიკაში“ (2001), სმოლენსკის „კრისტალში“ (2002-03), თბილისის „ლოკომოტივში“ (2004) და ბოლნისის „სიონში“ ( 2003, 2006-07).
საქართველოს ნაკრებში ის იოჰან ჰოსკამპის მწვრთნელობის დროს ასპარეზობდა და 10 მატჩი გამართა.
კარიერის დასრულების შემდეგ, ის მწვრთნელობას შეუდგა და ცხინვალის “ცხინვალში”, “გაგრაში”, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა.








