ენდი მარის წარდგენა ჩოგბურთის ქომაგებს ნამდვილად არ უნდა ესაჭიროებოდეთ. შოტლანდიელი ჩოგბურთელი დიდი სლემების სამგზის გაამრჯვებულია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მას მეუჯორის ფინალები ჯამში 6-ჯერ წაუგია.
აქედან ხუთში მარი სწორედ მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა, ერთხელ კი როლან გაროსის ფინალი წააგო.
მელბურნში, ახლახანს დასრულებულ წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ენდი მარის მონაწილეობა არ მიუღია. მან მწვანე კონტინენტზე გამგზავრება კორონავირუსის გამო ვერ შეძლო. ამი გამო, ბრიტანელი მეჩოგნე ძალზედ გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია.
„ძალიან მინდოდა მელბურნში მეთამაშა. მე იქ ყოფნა მსურდა და არა ტურნირის შორიდან, ტელევიზორში ყურება. ამიტომაც, ავსტრალიის ღია პირველობისთვის არც შემიხედავს. მხოლოდ რამდენიმე კადრი ვნახე. ეს იყო და ეს.
კორონავირუსი მელბურნამდე ცოტა ხნით ადრე იტალიაში დამიდასტურდა. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და სასტუმროში კარანტინში ყოფნა მომიხდა. როდესაც ვირუსი დავამარცხე და ტესტმა უკვე უარყოფითი აჩვენა, ძალიან გვიანი იყო. ავსტრალიაში გამგზავრებას ვეღარ ვასწრებდი“ – ამბობს ენდი მარი.
ნაცვლად დიდი სლემისა, შოტლანდიელი ჩოგბურთელი იტალიაში დარჩა და ჩელენჯერის ტურნირზე ითამაშა, სადაც ფინალშიც გავიდა, თუმცა იქ ილია მარჩენკოსთან წააგო.