მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ენდი მარი ქველმოქმედების მიზნით “UNICEF”-თან თანამშრომლობას იწყებს.
ბრიტანელი ჩოგბურთელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს 2022 წლის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხიდან დიდ ნაწილს გადაურიცხავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ორ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.








