კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში წასვლის შემდეგ ევერტონი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.
ლივერპულური კლუბის სიაში რამდენიმე ადამიანია. უპირველეს ყოვლისა, ისინი კლუბების გარეშე მყოფ მენეჯერებს განიხილავენ: რაფაელ ბენიტესი, პაულო ფონსეკა, ნუნო ესპირიტო სანტო.
ასევე განიხილეს დევიდ მოესის (ვესტ ჰემი), რობერტო მარტინესის (ბელგია) და ერიკ ტენ ჰაგის (აიაქსი) კანდიდატურები. კლუბმა სტივენ ჯერარდის შესაძლო მოწვევაზეც იმსჯელა, რომელმაც რეინჯერსში მუშაობისას კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
ბენიტესი და მოესი პრიორიტეტულ ვარიანტებადითვლებიან, დანარჩენები კი ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე მეტად გასაკვირი სიაში სტივენ ჯერარდის ნახვაა, რომელიც ევერტონის „მოსისხლე მტრის“ ლივერპულის ლეგენდაა და ალბათ ევერტონში მუშაობა აზრადაც არასდროს გაუვლია.








