საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სათამაშო დონე ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით ნამდვილად მაღალია. სწორედ ამიტომ, „სუპერ ლიგას“ ყურადღება ბევრი ვარსკვლავისთვის მიუქცევია.
საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელებიც, მაგალითად: ბაჩანა არაბული, ნიკა ნინუა, ბექა მიქელთაძე და სხვები.
ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში სათამაშოდ წავიდა, 18 წლის ბექა ბაღდავაძეა.
ბექა ჯერჯერობით “პანიონიოსის” 19 წლამდე გუნდში თამაშობს, მაგრამ სულ მალე ის მთავარ გუნდსაც შეუერთდება, რომელიც საბერძნეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა
“ტერიპსეასთან” ითამაშა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ბექა მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და მის შეჩერებას მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მხოლოდ უხეში დარღვევების ხარჯზე ცდილობდნენ. თამაშის 88-ე წუთზე ბექას მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ მოითმინა და მეტოქეს ხელი კრა, მთავარმა არბიტრმა ბექას მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.ბერძნულმა კლუბმა ახალგაზრდა ქართველს “ტერიპსეასთან” გაძევების შემდეგ სიურპრიზი მოუმზადა და ინსტაგრამის გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.
“ჩვენი 18 წლამდე გუნდის ქართველ ფეხბურთელს ბექას სიურპრიზი გავუკეთეთ, რომელიც პანიონიოსის ბოლო მატჩში გააძევეს.
კერძოდ, თანაგუნდელებმა მას მაისური გაუკეთეს, სადაც ტექსტი მის მშობლიურ ენაზე ეწერა.
რა თქმა უნდა, მან ეს სიურპრიზი ღიმილით მიიღო და თანაგუნდელებს დაჰპირდა, რომ ის ამიერიდან დარწმუნდება და ხშირად გაიტანს გოლს, რათა ყველა გაახაროს.
PANIONIOS– ში, პატივს ვცემთ ჩვენს უზარმაზარ ისტორიას, ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ კარგი გუნდი და ყველა ბავშვს რთულ პერიოდში მხარში დავუდგეთ, რომლებიც მათ თან ახლავს მთელი ცხოვრების განმავლობაში”, – ნათქვამია პანიონიოს 18 წლამდე გუნდის ინსტაგრამ გვერდზე.
ბექამ ბერძნული “პანიონიოს” 19 წლამდე კლუბის მაისურით ბოლო სამ მატჩში ერთი გოლი და ორი ასისტი შეასრულა, ასევე ერთი თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა.







