ვეტერანი გერმანელი ფორვარდი ტომას მიულერი შესაძლოა ნაკრებში ისევ ვიხილოთ. „ბაიერნის“ შემტევს იოახიმ ლიოვმა დაურეკა და ეროვნულ გუნდში დაბრუნება შესთავაზა.
შეგახსენებთ, მიულერი ნაკრებიდან თავისი ინიციატივით არ წასულა. ის ლიოვმა დაითხოვა და მასთან ერთად ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსიც მიაყოლა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ ნაბიჯის მიზეზად გუნდის გაახალგაზრდავება დაასახელა.
ახლა, კი როგორც ჩანს ლიოვმა აზრი შეიცვალა და 31 წლის მიულერს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას სთავაზობს. ეჭვგარეშეა, რომ გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის დიდი ძალაა და ევროპირველობაზეც ბუნდესგუნდს მისი ყოფნა მხოლოდ დადებითად წაადგება.
მართალია, იოახიმ ლიოვმა უკან დაიხია და მიულერთან სატელეფონო ზარი განახორციელა, მაგრამ უცნობია თავად ფეხბურთელი რა აზრზეა.
ევრო 2020-ის მონაწილე გუნდებმა საბოლოო განაცხადი 19 მაისამდე უნდა წარადგინონ. ტომას მიულერმაც გადაწყვეტილემა მანამდე უნდა მიიღოს.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 11 ივლისს დასრულდება.








