პრაიმ სპორტი” ისეთი ქართველი ფეხბურთელების შესახებაც გიამბობთ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში სათამაშოდ წავიდა, 18 წლის ბექა ბაღდავაძეა.
18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელმა “პანიონიოსის” 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში
“ტრახონესთან” ითამაშა და მატჩის მე-60 წუთზე კუთხურიდან ლამაზი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბექამ ამ გოლის აღნიშვნაზე აქცენტი საქართველო – საბერძნეთის მატჩზე გააკეთა, სადაც სამწუხაროდ “ჯვაროსნები” 0:2 დამარცხდნენ. გამოსარჩევია,რომ ბექას ამ ქმედებამ ბერძენი გულშემატკივარი გააბრაზა.
ცნობისთვის,ბექამ ბერძნული “პანიონიოს” 19 წლამდე კლუბის მაისურით ბოლო ოთხ მატჩში ორი გოლი და ორი ასისტი შეასრულა, ასევე ერთი თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა.







