მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი პეტრ იანი ლას-ვეგასში ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბის დროს არასწორად მოიქცა, მეოთხე რაუნდში აკრძალული ხერხი გამოიყენა და შესაბამისად მსაჯების მიერ დისკვალიფიკაცირებულ იქნა, რის გამოც წაგება ჩაეთვალა და საჩემპიონო ქამარიც ამერიკელ მებრძოლს გადაეცა.
რუსი სპორტსმენი ამი გამო ძალიან წუხს და გულშემატკივრებსაც და სტერლინგსაც ბოდიშს უხდის.
„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. დიდი შეცდომა დავუშვი და ამის გამო დავისაჯე. სტერლინგს ბოდიშს ვუხდი. ვუსურვებ მალე გამოჯანრმთელებას და ოქტაგონზე დაბრუნებას.
ნამდვილად არ ვაპირებდი აკრაძული დარტყმის გამოყენებას. უბრალოდ, შევცდი და სამართლიანადაც მაზღვევინეს.
შეეძლო თუ არა სტერლინგს ჩხუბის გაგრძელება? ვერ გეტყვით. ყველამ ნახა რომ გავიმარჯვე, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ძალიან სამწუხაროა ქამრის ასეთ სიტუაციაში დაკარგვა.
სტერლინგი ნამდვილი მებროლია და მეეჭვება მსგავსი მოგება ახარებდეს. არა მგონია მას ასე გადაცემული ქამარი სჭირდებოდეს. თუ უახლოეს ხანებში მოხერხდება, რომ ხელმეორე ბრძოლა დაგვინიშნონ მე მზად ვარ მას ისევ ვეჩხუბო“ – ამბობს პეტრ იანი.




