არალეგალური მუხლის დარტყმის გამო, პეტრ იანს სუპერმსუბუქი წონის ქამარი ჩამოერთვა და ალჯამეინ სტერლინგს გადაეცა.
Aljamain Sterling is the NEW UFC Bantamweight Champion after this illegal knee disqualified Petr Yan #UFC259pic.twitter.com/lQ6ITgu9ip
— Spinnin Backfist (@SpinninBackfist) March 7, 2021
პირველი რაუნდის საწყისი წუთების შემდეგ, რუსი სპორცმენი დომინირებდა.
საშინელი, არალეგალური მუხლის დარტყმა, მაშინ როცა – იანს ეს არაფერში სჭირდებოდა.
მეოთხე რაუნდის მიმდინარეობისას სტერლინგი ერთი მსაჯის მიხედვით, ორთაბრძოლას იგებდა, ხოლო დანარჩენი ორის მოსაზრებით – ერთი ქულით აგებდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჯო როგანმა თქვა, რომ პეტრ იანს კუთხიდან დაუძახეს, რომ დარტყმა არალეგალური არ იქნებოდა და ჩემპიონმაც დაუჯერა.
რუსის განცხარებით, მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა და ამის გამო დაისაჯა.
ფაქტია, სტერლინგს ასე მოპოვებული ქამარი არ სურს და ის ოქტაგონზევე დატოვა.
Not the way I ever want to win a fight. It was close, competitive and filled with action. I felt the knee was intentional, especially after the ref announced I was a downed opponent, so I didn’t expect to be hit.
Yan is a bad dude! WE WILL DO IT AGAIN!#UFC259— Aljamain Sterling (@funkmasterMMA) March 7, 2021
„ყველაფერი ისე ისე არ წავიდა, მე ბრძოლაში გამარჯვება მსურდა. ეს იყო თანაბარი, კონკურენტუნარიანი და მოქმედებით სავსე ბრძოლა.
ვგრძნობდი, რომ მან მუხლი განზრახ იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეფერიმ გაგვაჩერა და ჩავიმუხლე, ამიტომ დარტყმას არ ველოდი.
იან ცუდი კაცია! ჩვენ ერთხელ შევხვდებით!“ – დაწერა ალჯომ ტვიტერზე.







